პ რ ო ე ქ ტ ი ს    შ ე ს ა ხ ე ბ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სასწავლო პროგრამებისა და სწავლების საჭიროებების რეესტრი არის საძიებო სისტემა, რომლის შექმნის მიზანია დახმარება გაუწიოს სასწავლო პროგრამების მიმწოდებლებს  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შედგენაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობას - მათი მოხელეებისთვის  საჭირო სასწავლო პროგრამების მოძიებაში.

საძიებო სისტემა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების საჭიროებები და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სასწავლო პროგრამები.

რეესტრში სწავლების საჭიროებები განთავსებული ინფორმაცია ეფუძნება მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ წლიურ სასწავლო გეგმებს. მასში ორი მნიშვნელოვანი საძიებო ველია - სწავლების სფერო და რეგიონი, რომელთა საშუალებით, დაინტერებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაიგოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტს  2016 წლის სასწავლო გეგმით რამდენი მოხელისთვის რომელი სწავლების სფეროს შესაბამისი სასწავლო პროგრამის გავლა აქვს განსაზღვრული, სწავლების რომელი ფორმით და რა პერიოდში (კვარტლების მიხედვით). საძიებო სისტემის განყოფილებაში სწავლების საჭიროებების სტატისტიკა, შესაძლებელია სასწავლო გეგმების მონაცემების სისტემატიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სასწავლო პროგრამების საძიებო ველში ასახულია რეგისტრირებული სასწავლო პროგრამის დასახელება, სწავლების ფორმა, მოკლე ანოტაცია და ინფორმაცია სასწავლო პროგრამის მიმწოდებლის შესახებ მისი  საკონტაქტო მონაცემების მითითებით. სისტემა შესაძლებლობას აძლევს სასწავლო პროგრამების მიწოდებლებს განყოფილების - სასწავლო პროგრამის რეგისტრაცია მეშვეობით გააკეთონ ელექტრონული განაცხადი მათ მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის რეგისტრაციის მიზნით რეესტრში - სასწავლო პროგრამები. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და რეგისტრაციის პროცესში სასწავლო პროგრამების მიმწოდებლებს დაეხმარება ინფორმაცია განთავსებული საძიებო სისტემის განყოფილებებში: გზამკვლევი და სარეკომენდაციო სახელმძღვანელოები.